GEO | ENG | RUS

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ჯორჯიან პეტროლიუმი” დაფუძნებულია 2001 წელს, რომელიც რეგისტრირებულა საქართველოში და წარმოადგენს კომპანიას ქართული კაპიტალით.

“ჯორჯიან პეტროლიუმის” ძირითადი მიმართულებაა საავიაციო საწვავის იმპორტი საქართველოში, მათი შენახვა ნავთობ ტერმინალში და მიწოდება სხვადასხვა ავიაკომპანიების საჰაერო ხომალდებისათვის.

ჩვენი პროდუქციის ხარისხი შეესაბამება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

“ჯორჯიან პეტროლიუმი” არ დაფუძნებულა მანამდე არსებული რომელიმე კომპანიის ბაზაზე, არამედ ის დაარსდა დამოუკიდებლად. დღიდან მისი ჩამოყალიბებისა იგი ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა და ამ პერიოდის განმავლობაში შესამჩნევად გაიზარდა მისი წილი ბაზარზე.

“ჯორჯიან პეტროლიუმის” ნავთობ ტერმინალი განთავსებულია 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე.

ტერმინალის ტერიტორიაზე განთავსებულია საავიაციო ნავთობპროდუქტების და სპეცსითხეების სარეზერვო საცავები, სატუმბო სადგური, საფილტრაციო სისტემა, გამწყობი-გასამართი პუნქტი, ტექნოლოგიური მილსადენები, საწვავ-გამმართველების და სხვა სპეცავტოტრანსპორტის სადგომი, ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის საშუალებები, აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორია, ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის შენობები.

კომპანიას საკუთრებაში გააჩნია საკუთარი ავტო პარკი საჰაერო ხომალდების საწვავითა და ზეთით გამართვისათვის.

“ჯორჯიან პეტროლიუმის” ნავთობ ტერმინალს აქვს საკუთარი სარკინიგზო ჩიხი, რომელიც უზრუნველყოფს ნავთობპროდუქტების მიღებას ქვეყანაში მოქმედი სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

“ჯორჯიან პეტროლიუმი” დაკომპლექტებულია კვალიფიციური ტექნიკური პერსონალით, რომელნიც სისტემატურად გადიან გადამზადებას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
 
 
“ჯორჯიან პეტროლიუმის” მენეჯმენტი დაკომპლექტებულია საავიაციო სფეროში მოღვაწე გამოცდილი კადრებით, რომელნიც მუდმივად ზრუნავენ კომპანიის განვითარებაზე.
 
 
"ჯორჯიან პეტროლიუმი" მჭიდროდ თანამშრომლობს მრავალ მსხვილ კომპანიასთან, რომლებთანაც ურთიერთობა გარდა პრესტიჟისა მატებს მას დიდ გამოცდილებას.
 
 
კომპანიის ძირითადი მომწოდებლები არიან აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ნავთობგადამამუშავებელი უმსხვილესი კომპანიები, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს “ჯორჯიან პეტროლიუმის” შეუფერხებელ მუშაობის პროცესს.
 
 
“ჯორჯიან პეტროლიუმის” ორიენტაცია მომსახურების ხარისხზე და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინება განაპირებობს კომპანიის აღიარებას სხვადასხვა შემფასებელი ორგანიზაციებისაგან. კერძოდ:
-2005 წელს “ჯორჯიან პეტროლიუმი” დაჯილდოვდა “ქართული ხარისხის ნიშანით”;
-2006 წელს მიენიჭა ოქროს მედალი საუკეთესო ხარისხისათვის, ორგანიზაცია “საერთაშირისო ხარისხის ვარსკვლავი”-ს მიერ, ჟენევა 2006.
 
 
“ჯორჯიან პეტროლიუმი” მჭიდროდ თანამშრომლობს საავიაციო სფეროში მოღვაწე მრავალ მსხვილ კომპანიასთან და გაერთიანებასთან, რომელთა მეშვეობითაც მუდმივად ხდება ნავთობტერმინალის აუდიტი და მის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა ავიაკომპანიისათვის.