GEO | ENG | RUS

“ჯორჯიან პეტროლიუმი” თავის მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგი სახის პროდუქტებს:

- რეაქტიული საწვავი ტს-1;
- რეაქტიული საწვავი ჯეტ ა-1;

 

კომპანია “ჯორჯიან პეტროლიუმი” ახორციელებს 24 საათიან მომსახურებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში (TBS), ემსახურება ყველა ტიპისა და მოდიფიკაციის საჰაერო ხომალდს საკუთარი ტექნიკური საშუალებებითა და ტექნიკური პერსონალით და მზადაა მიაწოდოს მომხმარებელს ნებისმიერი რაოდენობის საწვავი უწყვეტი ციკლის პირობებში.

კომპანია დამკვეთებს სთავაზობს უცვლელ ფასებს ყოველი კალენდარული თვის განმავლობაში, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს ავია კომპანიების დამოკიდებულებას ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილებაზე.

ჩამოსასხმელი საავიაციო ნავთობპროდუქტების შენახვა ხდება ტექნიკურად და ტექნოლოგიურად გამართულ სუფთა სარეზერვო საცავებში. ტარით შემოსული პროდუქცია ინახება მშრალ კაპიტალურ სასაწყობო შენობებში, რომლებიც უზრუნველყოფენ მათი საგარანტიო ვადით შენახვას.

შენახვის პროცესში მუდმივად ხდება ხარისხის კონტროლი და საავიაციო საწვავისა და საპოხი მასალების ლაბორატორიული შემოწმება.

საჰაერო ხომალდებს გასაწყობად (გასამართავად) მიეწოდება ლაბორატორიულად შემოწმებული ნავთობპროდუქტები თანმხლები დოკუმენტაციით - ლაბორატორიის მიერ გაცემული ვარგისიანობის ანალიზის დასკვნით და საკონტროლო ტალონით, სადაც აღნიშნულია ტექნიკოსის მიერ ჩატარებული პროდუქტის საარედრომო კონტროლის შემოწმების შედეგები.

საავიაციო საწვავ-საცხები მასალების საგამოცდო ლაბორატორია ახდენს ნავთობპროდუქტების შემოწმებას და მისი ხარისხის კონტროლს საქმიანობის ყველა სტადიაზე _ მიღება, შენახვა, მიწოდება.

ლაბორატორია ამოწმებს შემოსული პროდუქციის სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობას, დამამზადებლის (მომწოდებლის) დოკუმენტაციის სრულყოფილებას, საწყობის სარეზერვო საცავების მზადყოფნას საწვავის მისაღებად, ატარებს მიღებული პროდუქციის ტესტირებას ხარისხის დასადგენად იმ მაჩვენებლებზე რაც გათვალისწინებულია საერთაშორისო სტანდარტებით და იძლევა შესაბამის დასკვნას.

 

“ჯორჯიან პეტროლიუმი” მომხმარებლებს სთავაზობს საჰაერო ხომალდის გამართვას საკუთარი ტექნიკური საშუალებებითა და ტექნიკური პერსონალით სრული ტექნიკური მომსახურებით, რომლებიც თავის მხრივ ითვალისწინებს:

- საჰაერო ხომალდის მომზადებას საწვავით გამართვისათვის;
- გამართვისათვის საჭირო მოწყობილობების ექსპლუატაცია და მართვა;
- საჰაერო ხომალდის გამართვა მისივე წარმომადგენლის მიერ მითითებული ოდენობის მიხედვით;
- ზედამხედველობის გაწევა საჰაერო ხომალდის საწვავით გამართვაზე;
- შემოწმება და შედარება ჩასხმული საწვავის ოდენობისა.