GEO | ENG | RUS
 

15 დეკემბერი, 2008

„ჯორჯიან პეტროლიუმი“, როგორც საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული და შესაბამისი შემოწმბისას დადებითი შეფასების მქონე კომპანია, მისი პარტნიორი ორგანიზაციის - World Fuel Service-ის მეშვეობით, ხელშეკრულებას აფორმებს აშშ-ს მთავრობის თავდაცვის დეპარტამენტთან მათი საჰაერო ხომალდების რეაქტიული საწვავით ექსკლუზიურად უზრუნველყოფის თაობაზე თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.

 

 

 

15 დეკემბერი, 2008

„ჯორჯიან პეტროლიუმი“ მონაწილეობას იღებს ARKIA - ისრაელის ავიახაზების მიერ გამოცხადებულ ტენდერში. სათანადო შემოწმების ჩატარებისა და დადებითი შეფასების შედეგად აფორმებს ხელშეკრულებას მათი საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით უზრუნველყოფის თაობაზე თბილისის საერთასორისო აეროპორტში.

 

15 ნოემბერი 2008

„ჯორჯიან პეტროლიუმი იწყებს ავიაკომპანია SKY GEORGIA-ს მომსახურებას როგორც თბილისის ასევე ბათუმის აეროპორტებში.

 

 

1 ნოებერი, 2008

„ჯორჯიან პეტროლიუმი“ აფორმებს ხელშეკრულებას მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ავია კომპანიასთან „ბრიტანეთის ავიახაზები“ (BA Cargo), ამჯერად უკვე მისი სატვირთო გადაზიდვების საწვავით უზრუნველყოფის თაობაზე.

 

 

 

1 ნოემბერი, 2008

„ჯორჯიან პეტროლიუმის“ ტექნიკურ ავტოპარკს დაემატა კიდევ ერთი სრულიად ახალი და თანამედროვე საწვავგამმართველი, რათა დააკმაყოფილოს ავიაკომპანიების მხრიდან საწვავის მომხმარებაზე მუდმივად მზარდი მოთხოვნები და ეტაპობრივად სრულად ჩაანაცვლოს პოსტ-საბჭოთა ტექნიკა საერთაშორისო სტანდარტების აღჭურვილობით, რომლებიც შეესაბამება IATA-ს და API სტანდარტის მოთხოვნებს.

 

 

1 სექტემბერი, 2008

„ჯორჯიან პეტროლიუმი“ ხდება ახლად ჩამოყალიბებული ქართული ავია კომპანია „ევრო ლაინი“-ს პარტნიორი და ამარაგებს მის საჰაერო ხომალდებს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში.

 

9 აგვისტო, 2008

მიუხედავად საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და გამოცხადებული საომარი მდგომარეობისა „ჯორჯიან პეტროლიუმი“  აგრძელებს მუშაობას უწყვეტ რეჟიმში და მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურებას დღეში 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე როგორც თბილისის ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.

 

1 მაისი, 2008

IFQP (იატას საწვავის ხარისხი გაერთიანება)  სტანდარტების შესაბამისი შემოწმების და წარმოდგენილი დადებითი დასკვნის შემდეგ „ჯორჯიან პეტროლიუმმა“ გაიმარჯვა „თურქეთის ავიახაზების“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში და იწყებს მისი საჰაერო ხომალდების ავია საწვავით უზრუნველყოფას - მათ შორის შედის როგორც რეგულარული სამგზავრო რეისები, ასევე სატვირთო გადაზიდვები.

 

 

1 მაისი, 2008

“ჯორჯიან პეტროლიუმი“ აფორმებს ხელშეკრულებას რუსეთში სიდიდით მეორე ავიაკომპანიასთან „S7-სიბირის ავიახაზები“ საწვავით მომსახურეობის თაობაზე როგორც თბილისის ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.

 

27 მარტი, 2008

მას შემდეგ რაც რუსულმა ავია კომპანიებმა განაახლეს ფრენები საქართველოს მიმართულებით, „ჯორჯიან პეტროლიუმი“ აგრძელებს რუსეთის უმსხვილესი ავია გადამზიდავის „აეროფლოტი - რუსეთის ავიახაზების“ მომსახურებას ავია საწვავით თბილისის აეროპორტში.

 

18 აპრილი, 2008

„ჯორჯიან პეტროლიუმში“ განხორციელდა დამატებითი კაპიტალ-დაბანდება და IATA-ს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ჩატარდა მორიგი გადაიარაღება. შეიცვალა საფილტრაციო სისტემები, განახლდა სარეზერვუარო პარკი, მოდერნიზება განიცადა გასამართმა პუნქტმა და დაიხვეწა უსაფრთხოების ნორმები. კომპანიის მთავარი პრინციპი - ფეხდაფეხ მისდიოს სიახლეებს და დანერგოს ისინი თავის საქმიანობაში, უცვლელი რჩება.

 

1 აპრილი, 2008

„ჯორჯიან პეტროლიუმი“ აფართოვებს თავისი მომსახურების ტერიტორიულ არეალს და ამიერიდან მომხმარებლებს სთავაზობს ავია საწვავის მიწოდებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ბათუმის ახლად რეკონსტუირებულ აეროპორტში „ჯორჯიან პეტროლიუმი“ ავიაკომპანიებს მიაწვდის ისეთივე მაღალი ხარისხის პროდუქტს და მომსახურებას როგორიც თბილისის აეროპორტში.

 

 

4 იანვარი, 2008

„ჯორჯიან პეტროლიუმ“ მა ხელშეკრულება გააფორმა ავიაკომპანია Air Berlin- თან და ამიერიდან ჩვენი კომპანია გაუწევს მას მომსახურებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

 

 

 

5 დეკემბერი, 2007

„ჯორჯიან პეტროლიუმი“ ხდება სატვირთო საჰაერო გადაზიდვების საწვავით უზრუნველყოფის პარტნიორი და მომსახურებას უწევს ისეთ საჰაერო ხომალდებს როგორებიცაა  AN-124 და AN-225 (MRIA).

 

 

1 ოქტომბერი, 2007

„ჯორჯიან პეტროლიუმის“ მომსახურებაზე მკვეთრად გაზრდილმა მოთხოვნილებამ განაპირობა ის რომ კომპანიამ შეიძინა კიდევ ერთი სრულიად ახალი და თანამედროვე საწვავგამმართველი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და IATA-ს მოთხოვნებს. მისი საფილტრაციო სისტემები შეესაბამება სტანდარტს - API 1581, 5-ე გამოშვებას.

 

 

1 სექტემბერი, 2007

"ჯორჯიან პეტროლიუმი" ხდება საავიაციო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიას ჩართული იყოს და მიიღოს მონაწილეობა ყველა მიმდინარე ღონისძიებებში და ტენდეციებში, რომელიც დაკავშირებულია საავიაციო ინდუსტრიის განვითარებასთან.

 

 

 

1 აპრილი, 2007

„ჯორჯიან პეტროლიუმი“ იმარჯვებს გამოცხადებულ ტენდერში და  ხელშეკრულებას აფორმებს მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაგადამზიდავთან BMI (British Midland) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათი საჰაერო ხომალდების საწვავით უზრუნველყოფის თაობაზე.

  

 

 

 

1 მარტი, 2007

„ჯორჯიან პეტროლიუმი“ ხდება ჰედლინგური კომპანია  AFS Ground Handling-ის გენერალური პარტნიორი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ამიერიდან ერთობლივი მუშაობით მოხდება ძირითადი ჩარტერული და სატვირთო გადაზიდვების მომსახურება.

 

 

 

1 იანვარი, 2007

„ჯორჯიან პეტროლიუმი“ აფორმებს ხელშეკრულებას საწვავით უზრუნველყოფაში მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიასთან - World Fuel Services და ხდება მისი ექსკლუზიური პარტნიორი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული, სატვირთო და რეგულარული ავიარეისების საწვავით უზრუნველყოფის სფეროში. შესაბამისად ამიერიდან ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მოხდება მომსახურება World Fuel Services-ის საწვავის ბარათებით ნებისმიერი საჰაერო ხომალდის გამართვა.

                      

 

1 ნოემბერი, 2006:
ჯორჯიან პეტროლიუმმა გაიმარჯვა ავსტრიის ავიახაზების მიერ გამოცხადებულ ტენდერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების საწვავით გამართვის თაობაზე.

 

30 ოქტომბერი, 2006:
“ჯორჯიან პეტროლიუმს” მიენიჭა ოქროს მედალი საუკეთესო ხარისხისათვის, ორგანიზაცია “საერთაშირისო ხარისხის ვარსკვლავი”-ს მიერ, ჟენევა - 2006
 

 

 

1 ოქტომბერი, 2006:
“ჯორჯიან პეტროლიუმი” მონაწილეობას იღებს საყოველთაო დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამაში და თავის გამოცდილებას უზიარებს არაერთ ქართველ ახალგაზრდას.
 

 

1 სექტემბერი, 2006:
გაფორმდა კონტრაქტი ავია საწვავით მომსახურების თაობაზე თბილისის აეროპორტში ლატვიურ ავია კომპანიასთან – “ეარ ბალტიკი”, რომელიც ასრულებს რეისებს მსოფლიოს 45 მიმართულებით.

 

 

 

 

1 აგვისტო, 2006:
“ჯორჯიან პეტროლიუმის” ნავთობ ტერმინალზე დამონტაჟდა საწვავის ახალი რეზერვუარი, რაც განაპირობა კომპანიის მომსახურებაზე საერთო მოთხოვნის გაზრდამ.

 

 

18 აგვისტო, 2005:
კომპანიის ავტოპარკს დაემატა კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავიაციო საწვავ გამმართველი.

 

 

 

8 ივლისი, 2005:
“ჯორჯიან პეტროლიუმს” მიენიჭა ხარისხის ნიშანი ფონდი ”ქართული ხარისხის” მიერ.

 

 

 

 

2 ივნისი, 2005:
ხელი მოეწერა ხელშეკრულებას მსოფლიოს უმსხვილეს ავია საწვავის მიმწოდებელ კომპანიასთან – აირ ტოტალი, რომლის მიხედვითაც უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ერთობლივი მუშაობა.
 

 

 
31 მაისი, 2005:
“ჯორჯიან პეტროლიუმმა” გაიმარჯვა ტენდერში, რის საფუძველზეც გაფორმდა კონტრაქტი თბილისის აეროპორტში ავია საწვავით მომსახურების თაობაზე მსოფლიოს წამყვან ავიაკომპანიასთან - Lufthansa.